გიოტზეს სერია ა-ში თამაში უნდა: "მილანი" საქმეშია

მარიო გიოტზე ივნისში უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თავისუფალი აგენტი იქნება ბაზარზე. "Bild"-ის ინფორმაციით, გერმანელი გამთამაშებელი "დორტმუნდს" აუცილებლად დატოვებს და მომავალი ნავსაყუდელიც არჩეული აქვს - სერია ა.
გიოტზეს იტალიაში უმალვე სამი მსურველი გამოუჩნდა: "მილანი", "ინტერი" და "ნაპოლი". მარიო საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშეა და გარდა ფლეიმეიქერის პოზიციისა, ცენტრალურ ნახევარმცველად და მეორე თავდამსხმელად თამაშიც ძალიან კარგად შეუძლია.
გერმანიაში გიოტზე ძალიან უყვართ, რადგან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის წინააღმდეგ სწორედ მისი გოლის წყალობით მოიპოვეს გამარჯვება. ამის შემდეგ მისი კარიერული წინსვლა ცოტა შეჩერდა, თუმცა ჯერ კიდევ 27 წლისაა და განვითარების შანსი აქვს.



კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

X

გამოკითხვა

რომელი გუდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?