იბრაჰიმოვიჩი მწვრთნელი ხდება?!

„მილანის“ ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, უმალვე მწვრთნელობას შეუდგეს.

Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ იბრაჰიმოვიჩმა კარიერა შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულოს. Sport Mediaset კი ამატებს, რომ არაა გამორიცხული, შვედმა სამწვრთნელო საქმიანობას ეგრევე მოკიდოს ხელი.

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს იბრა „მილანში“ ატარებს, რომლის შემადგენლობაშიც 10 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

X

გამოკითხვა

რომელი გუდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?