"მილანს" მილიკი მოუნდა, "ნაპოლი" ჩალჰანოღლუს ითხოვს

"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" დატოვებს, ხოლო მის მთავარ შემცვლელად "ნაპოლის" პოლონელი თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი განიხილება.

მილიკს "პანტენოპეისთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებას არც ერთი მხარე არ აპირებს. ამას გარდა ნეაპოლიტანელების მთავარი სამიზნე "რეალის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩია, რომლის გადაბირების შემთხვევაშიც გუნდში არკადიუშის ადგილი აღარ დარჩება.
"ნაპოლი" მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს იმ შემთხვევაში, თუ ამ ტრანსფერში "როსონერი" ჰაკან ჩალჰანოღლუს ჩართავს. თურქი ნახევარმცველის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ჯენარო გატუზოა, რომლისთვისაც ის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი სამიზნე იქნება.



კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

X

გამოკითხვა

რომელი გუდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?